თუ ხარ ავტონაწილების იმპორტიორი, მაღაზია ან საწყობი გაზარდე შენი შემოსავალი 40% მდე ვიაროსთან ერთად თანაც ნაკლები ადამიანური რესურსით.
ვიაროს სისტემაში შეგიძლიათ ატვირთოთ და აკონტროლოთ თქვენი ავტონაწილების მარაგები.
დააინტეგრიროთ თქვენი საწყობი სისტემაში API საშუალებით ან გაგზავნოთ შეთავაზება, სწორად იდენტიფიცირებულ მოთხოვნაზე მარტივად.
დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.
ვიარო არის ახალი და მეორადი ავტონაწილების მარკეტფლეისი, რომელიც ორგანიზებას უწევს, ამარტივებს და აჩქარებს ყიდვა გაყიდვის პროცესს, ხდის მას უფრო სწრაფს, გამჭირვალეს, მარტივს და კომფორტულს.
ბრენდის რწმენა:
ის რაც ადამიანის გადაადგილების გასამარტივებლად შეიქმნა, არ უნდა იქცეს გზაზე დაბრკოლებად.
კომპანიის ხედვა:
სამყარო, სადაც ტრანსპორტის ყოლა მხოლოდ კომფორტთან არის დაკავშირებული
კომპანიის მისია:
ვამარტივებთ და ვაჩქარებთ ავტონაწილების ძიებას და შესყიდვას
აპლიკაციასთან დაკავშირებით რჩევები რეკომენდაცია გაგვიზიარეთ აქ:
თანამშრომლობისთვის მოგვწერეთ აქ:
ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად მოგვწერეთ აქ:
აპლიკაციის გამოყენების დროს დახმარებისთვის მოგვმართეთ აპლიკაციის ჩათში.
!!! გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს
წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში „ხელშეკრულება“) წარმოადგენს თქვენსა და შპს „ინვენტორს“ _ ს/კ 405312709 _მის: ქ.თბილისი, ბესიკის ქუჩა #4 (შემდგომში „VIARO“/„კომპანია“ /„ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას და არეგულირებს თქვენს (შემდგომში „თქვენ“ ან „მომხმარებელი“) მიერ კომპანიის კუთვნილი ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის გამოყენებას.
“ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და იღებთ ვალდებულებას იმოქმედოთ აღნიშნული წესების სრული დაცვით და მის შესაბამისად.
VIARO უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ხელშეკრულებაში თქვენთვის წინასწარი შეტყობინების/გაფრთხილებისა და შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ თქვენს მიერ VIARO-ს მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა (მათ შორის განახლებების შემოწმება) ეკისრება მომხმარებელს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ამ კუთხით კომპანიისათვის რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრებას
ჩვენი მომსახურება
VIARO არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ანიჭებს შესაძლებლობას, შეიძინოს ჩვენი პარტნიორი კომპანიების („მერჩანტები“) მიერ აპლიკაციაში განთავსებული ქონება/ნივთი/პროდუქცია (შემდგომში „საქონელი“) წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. ჩვენი მომსახურება და აპლიკაცია ერთობლივად მოხსენიებული იქნება, როგორც VIARO.
ჩვენი აპლიკაციითა და მომსახურებით სარგებლობის პირობები
VIARO-ს აპლიკაციითა და მომსახურებით სარგებლობისთვის, თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ:
VIARO-ს აპლიკაციითა და მომსახურებით სარგებლობისთვის, თქვენ ადასტურებთ, რომ:
თქვენი ანგარიში და VIARO-ს პროფილი
მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი აპლიკაციაში ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი VIARO ანგარიშის გამოყენებით. გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი VIARO-ს ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.
საჯაროობა, უსაფრთხოება და ინფორმაციის დაცვა
წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობით, თქვენ აცხადებთ უპირობო თანხმობას, რომ VIARO უფლებამოსილია პარტნიორებს გაუზიაროს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი კომერციული მიზნებისათვის, მათ შორის შეთავაზების განსახორციელებლად. თქვენ აცხადებთ უპირობო თანხმობას, რომ თქვენსა და VIARO–ს შორის ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით განხორციელებული მიმოწერა, სადაც თქვენ გვიზიარებთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან/და შეცვლასთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ მიჩნეულ იქნება არაკონფიდენციალურად და საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
ინფორმაციის გადამოწმება
თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვილ და მიღებულ იქნას თქვენ შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.
კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.
მომხმარებლის ქცევის ზოგადი წესები
თქვენ ადასტურებთ,რომ არ განახორციელებთ ქვემოხსენებულ ქმედებებს:
ფუნქციონირება
აპლიკაციაში განთავსებული საქონლის შესაძენად აუცილებელია VIARO–ს პლატფორმაზე ანგარიშის გახსნა (რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლა). ამასთან მომხმარებელი ადასტურებს და აცხადებს თანხმობას, რომ შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც არ გააჩნია პრეტენზია.
კონკრეტული საქონლის შეკვეთისას, თქვენ ადასტურებთ მზადყოფნას, შეიძინოთ თქვენ მიერ შერჩეული საქონელი მასზე არსებული შეზღუდვებისა და შესაბამისი პირობების, მათ შორის საგარანტიო ვადის გათვალისწინებით. საგარანტიო ვადა გულისხმობს, მერჩანტის მიერ აპლიკაციაში განთავსებულ საქონელზე დადგენილი საპრეტენზიო ვადას, რა ვადაშიც მომხმარებელი მიმართავს კომპანიას შეძენილი წუნდებული საქონლის უკან დაბრუნების, შეცვლის, ან ფასდათმობის შესახებ. მომხმარებელი ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მარკირების მთლიანობა დარღვეულია, ან იგი დაზიანებულია გარეგანი ზემოქმედების შედეგად, საქონელი არ მიიჩნევა წუნდებულად და მერჩანტი არ არის ვალდებული განახორციელოს მისი დაბრუნება, შეცვლა ან ფასდათმობა, მიუხედავად იმისა წარმოდგენილია თუ არა პრეტენზია საგარანტიო ვადაში. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მომხმარებლის მიერ საქონლის ჩაბარების მომენტიდან, ხოლო საქონლი ჩაბარებულად ითვლება აპლიკაციაში შეკვეთის სტატუსის „ჩაბარებულია“ -ს მინიჭებიდან 3 საათის გასვლის შემდგომ, იმ შემთხვევაში თუ ამ ვადის განმავლობაში მომხმარებლი კომპანიას არ მიმართავს შეკვეთის სტატუსის უარყოფის შესახებ.
მომხმარებელი ითვალისწინებს, რომ VIARO წარმოადგენს მხოლოდ პლატფორმას, და და იგი არ არის პასუხისმგებელი აპლიკაციაში/ვებ-გვერდზე განთავსებული საქონლის ხარისხობრივ/ნივთობრივ ან/და უფლებრივ ნაკლზე, მათ შორის მომხმარებლის წინაშე დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
თქვენ ადასტურებთ, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა ჩვენი აპლიკაციით და ამას ახორციელებთ თქვენი შეხედულებისამებრ, დისკრეციითა და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით, ასევე ითვალისწინებთ, რომ კომპანია არ იძლევა რაიმე სახის დაპირებასა და გარანტიას აპლიკაციაში განთავსებულ პროდუქციასთან/საქონელთან დაკავშირებით, შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გამოვრიცხავთ ჩვენს პასუხისმგებლობას (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამკამაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას), ასევე ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენი პლატფორმა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა ხარვეზები.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებულია, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებელი შემოსავლისთვის.კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.
გასაყიდი პროდუქტები
თქვენ აცნობიერებთ, რომ ზოგიერთი ან ყველა პროდუქტი/საქონელი, რომელიც წარმოდგენილია აპლიკაციაში შეიძლება არ იყოს შესაძენად ხელმისაწვდომი გარკვეული იურისდიქციების ან გეოგრაფიულ რაიონების რეზიდენტი პირებისათვის. VIARO არ/ვერ უზრუნველყოფს მის აპლიკაციაში რეკლამირებული ყველა პროდუქტის ან/და მომსახურების ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის.
თანხის დაბრუნება
VIARO არც ერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული, უკან დააბრუნოს მომხმარებლისაგან მიღებული თანხები, მაგრამ იტოვებს უფლებას, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ დაუშვას გამონაკლისები.
შეწყვეტა
VIARO უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შეწყვიტოს აპლიკაციის ფუნქციონირება (მათ შორის, ამ ხელშეკრულების პირობები) ან ნებისმიერი მომსახურება წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერი მიზეზით შევწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინების გარეშე. ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ აპლიკაციით ან/და მომსახურებით სარგებლობა.
გარანტიებზე უარი
VIARO პასუხს არ აგებს მესამე პირების (მათ შორის, და არა მხოლოდ, მერჩანტების) ნებისმიერ მოქმედებაზე, უმოქმედობაზე, მათ ვებსაიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირის ვებსაიტზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება შპს „ინვენტორი“ -ს აპლიკაციაზე გადასვლა.
VIARO არ იძლევა აპლიკაციის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში აპლიკაცია ან მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა.
VIARO პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არა სანქცირებულ წვდომაზე.
VIARO პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ აპლიკაციიდან ან აპლიკაციაში განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან/და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.
VIARO იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები, რომლებთანაც კომპანიას გააჩნია სამართლებრივი დავა; რომელმაც ადრე უკვე დაარღვია კომპანიის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში, მათ შორის პლასტიკური ბარათების გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში; რომლებიც განახორციელებენ პლასტიკური ბარათების ყალბ ან არასრულ საინდეტიფიკაციო მონაცემთა გამოყენებას და სხვა.
VIARO-ს არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში გამოყენებული ბარათების დეტალებზე (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი და სხვა).
წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობითა და ამ ხელშეკრულებით დგენილი წესის გათვალისწინებით.
ვიარო არის ახალი და მეორადი ავტონაწილების მარკეტფლეისი, რომელიც ორგანიზებას უწევს, ამარტივებს და აჩქარებს ყიდვა გაყიდვის პროცესს, ხდის მას უფრო სწრაფს, გამჭირვალეს, მარტივს და კომფორტულს.
ბრენდის რწმენა:
ის რაც ადამიანის გადაადგილების გასამარტივებლად შეიქმნა, არ უნდა იქცეს გზაზე დაბრკოლებად.
კომპანიის ხედვა:
სამყარო, სადაც ტრანსპორტის ყოლა მხოლოდ კომფორტთან არის დაკავშირებული
კომპანიის მისია:
ვამარტივებთ და ვაჩქარებთ ავტონაწილების ძიებას და შესყიდვას
აპლიკაციასთან დაკავშირებით რჩევები რეკომენდაცია გაგვიზიარეთ აქ:
თანამშრომლობისთვის მოგვწერეთ აქ:
ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად მოგვწერეთ აქ:
თუ ხარ ავტონაწილების იმპორტიორი, მაღაზია ან საწყობი გაზარდე შენი შემოსავალი 40% მდე ვიაროსთან ერთად თანაც ნაკლები ადამიანური რესურსით.
ვიაროს სისტემაში შეგიძლიათ ატვირთოთ და აკონტროლოთ თქვენი ავტონაწილების მარაგები.
დააინტეგრიროთ თქვენი საწყობი სისტემაში API საშუალებით ან გაგზავნოთ შეთავაზება, სწორად იდენტიფიცირებულ მოთხოვნაზე მარტივად.
დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.